happyaudio

სად: ფიდბექს ადგილი აქვს ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აუდიო სისტემაში შემავალი მოწყობილობა სიგნალს იღებს სისტემიდან გამომავალი არხით, მაგალითად, მიკროფონი თავისი სიგნალის დაყოვნებულ კოპიას უკანვე იღებს დინამიკიდან.

როგორ: როცა ფიდბექის წრეზე ინფუთს ემატება აუთფუთი ტონალობაში შეიმჩნევა კონსტრუქციული და დესტრუქციული მონაცვლეობა.

ამით რისი თქმა გვსურს... 

რეალურ ცხოვრებაში თქვენ ფიდბექს ბოლომდე ვერ აიცილებთ თავიდან და იდეალურ უკუგებას ვერასდროს მიიღებთ. არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მიზანს შორის: მიაღწიო მაქსიმუმ სიგნალს, ან მიაღწიო შენი შესრულებისთვის იდეალურ ტონალობას. შენ უნდა შეინარჩუნო ჟღერადობის მაქსიმალურად სუფთა ხარისხი, ამისთვის კი მნიშვნელოვანია დაიცვა ბალანსი. თუ შენ მაქსიმალურ სიგნალთან ახლოს მუშაობ მიიღებ ეგრეთ წოდებულ "ხელოვნურ პიკებს", რაც ტონალობას გააფუჭებს. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ გასწავლით ფიდბექისგან პრევენციის 3 ხრიკს !

1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, დაგვეთანხმებით, არის სამუშაო სივრცის სათანადოდ მოწყობა ფიდბექის პასიური შემცირების მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობს დიფუზორის გამოყენებას, როგორც ნატურალურ EQ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ნაკლები მიკროფონი და დინამიკი იქნება, მით უფრო ნაკლები ფიდბექი წარმოიქმნება. სივრცის მოწყობისას გაითვალისწინეთ, ასევე მიკროფონისა და დინამიკის ურთიერთმიმართულება (სასურველია ისინი იყვნენ ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული),  მათ შორის დაიცავით დისტანცია. 

2.შეამოწმეთ ოთახის აკუსტიკა ყველა თვალსაზრისით, ყურადღებით იყავით დინამიკის დილეის სისწორესა და პოლარობის საკითხებთან. გამოიყენეთ EQ, რომელსაც შეუძლია დაიჭიროს ნებისმიერი პრობლემატური ფიდბექ მონაკვეთი. (ჩვენ გირჩევთ dbx DRIVERACK-PA2)

3.ნელ-ნელა გაზარდეთ აუთფუთი და გატესტეთ მოცემულ სივრცეში ფიდბექის გარეშე რა დონემდე შეგიძლიათ მუშაობა. ხშირად მიკროფონის მიახლოვება გამოავლენს ხოლმე პრობლემურ ბგერებს, იმისთვის, რომ ეს ადგილები უფრო მარტივად შეამჩნიოთ, აუდიო სისტემის მაღალ ხმაზე მუშაობისას დარჩით თქვენს პოზიციაზე დახშული ყურით და მოუსმინეთ რამდენჯერმე.

მას შემდეგ, რაც სიგნალს ვეღარ გაზრდით ახალ ფიდბექებთან შეჯახების გარეშე, მიხვდებით, რომ ეს არის მაქსიმუმი. გაითვალისწინეთ, თქვენი შესრულების დონე იქნება ამ მაქსიმუმიდან რამდენიმე დეციბალით (dB) დაბლა. 

სტატიის ავტორი , 2019-10-12