×
პრო აუდიო
PA აუდიო
უსაფრთხოების სისტემები
სასცენო აქსესუარები
კომუტაცია
ეკრანები
პროექტორები
რეკები და სასერვეროს კომპონენტები
ქსელური მოწყობილობები
განათება
ეფექტების აპარატები
ფერმა
happyaudio

 იყიდო სანდო ნიშნავს იყიდო უსაფრთხო. HARMAN-ის ყალბი სამომხმარებლო თუ პროფესიონალური ათასობით პროდუქტი დღეს უკვე მიზანმიმართულად იპყრობს არსებულ ბაზარს. ზედმეტად  კონკურენტუნარიან ბაზარზე ელექტრო, აუდიო პროდუქტებისადმი ნდობისა და ლოიალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ხარისხსა და რეპუტაციას. გარკვეული პროდუქციის პოპულარობის ზრდამ, მაგალითად პორტატული დინამიკებისა, გამოიწვია ბევრი ცნობილი ბრენდის თვითმარქვიების მხრიდან დაზარალება. ასეთი ყალბი პროდუქტები იყიდება ონლაინ, არაავტორიზებული მაღაზიების მიერ, რომლებიც წამყვანი ბრენდების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. სუსტი კომპონენტების გამო ისინი მოკლევადიანი გამოყენების შემდეგ ფუჭდება და საბოლოოდ უკმაყოფილო მომხმარებლის მიღმა რჩება ბრენდი, რითიც საფრთხე ექმნება მის რეპუტაციას.

 HARMAN, რომელიც პროდუქციას აწარმოებს JBL-ის, AKG-სა და HARMAN KARDON-ის ბრენდის ქვეშ, თაღლითების წინაღმდეგ და მომხმარებლების დასაცავად თანამშრომლობს მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ავტორიზებულ დილერებთან. HARMAN brazil-მა სულ ახლახანს იზეიმა თაღლითებთან გამარჯვება, კოორდინირებული შემოწმებების შედეგად დაახლოებით 1600 ყალბი პრდუქტის კონფისკაცია მოხდა, ამოღებული პროდუქციის ნიმუშები ტექნიკური შემოწმებისთვის გაიგზავნა შტატების კრიმინალურ ინსტიტუტში. ჩინეთში ასევე კოორდინირებული შემოწმებების შედეგად ამოიღეს 50-ზე მეტი გაყალბებული პროდუქტი, ტაილანდში კი 10 სხვადასხვა მაღაზიიდან მოხდა 250-ზე მეტი ყალბი პროფესიონალური დინამიკის კონფისკაცია.

ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, იმისათვის, რომ შეძლოთ ორიგინალის გარჩევა ყალბისაგან. პირველ რიგში, პროდუქტი უნდა შეიძინოთ მხოლოდ ავტორიზებული დილერისაგან, ან უშუალოდ ოფიციალური საიტიდან. შეამოწმეთ ოფიციალური დილერი ლინკზე გადასვლით -- >> ( https://www.jblpro.com/www/support/international-distributors ) 

  1. ისევე, როგორ სხვა ნებისმიერ პრემიუმ ხარისხის საქონელს, HARMAN-საც ყავს ყალბი კონკურენტები. გაითვალისწინეთ, ორიგინალი პროდუქტი მზადდება მაღალი ხარისხის კომპონენტებისაგან, ამიტომაც ფასიც შესაბამისია. თუ ხარისხს ეძებთ, ნუ მოგატყუებთ დაბალი ფასი! 
  2. ყალბ პროდუქტს შემადგენელი კოსმეტიკური დეტალები არ აქვს JBL-ის ლოგოთი ბრენდირებული.
  3. ყოველთვის შეამოწმეთ შეფუთვა, ლოგოს ფერი და პროდუქტზე მისი განთავსების ადგილი/ სიმეტრიულობა. ასევე უნდა ეწეროს წარმოების ადგილი, მისამართი და სავაჭრო ნიშნის შესახებ ინფორმაცია.
  4. შეფუთვა არ უნდა იყოს მსუბუქი, არ უნდა ასდიოდეს ქიმიური ელემენტების სუნი, საღებავი არ უნდა იყოს გაჩხაპნილი! 
  5. და ბოლოს! ნებისმიერი უზუსტობის შესახებ კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ავტორიზებულ დილერს! 

სტატიის ავტორი , 2019-10-05