happyaudio

JBL ONE სერიის 104 თუ JBL 305 MKII სტუდიური მონიტორი ?? ბევრისთვის საინტერესო საკითხს განვიხლავთ დღეს, შევადარებთ JBL -ის სტუდიურ მონიტორებს, ვიმსჯელებთ ვის რომელი მოდელი გამოადგება უფრო და რატომ.

ხარისხი და მახასიათებლები

ახალი, ხელმისაწვდომი და გაცილებით კომპაქტური JBL 104 მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სამუშაოდ შეზღუდული სივრცე აქვს. მასალა წარმოადგენს მაღალი ხარისხის პლასტმასს და ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს. 305 მოდელის შემთხვევაშიც მასალა არის ასევე მაღალი ხარისხის პლასტმასი. თვისობრივად 104-ის აკუსტიკური მხარე ვერ ჩაითვლება ძლიერად, თქვენ მოგიწევთ დამატებითი ექვალაიზერის გამოყენებით მისი სიხშირული უკუგება მოარგოთ ოთახის პირობებსა და თქვენ საჭიროებებს. 305 მოდელს კი შეუძლია ბასისა და ტონალობის კონტროლი.

104 -სგან განსხვავებით, რომელიც პასიური დიზაინისაა, 305 წარმოადგენს სრულიად აქტიურ აუდიო სისტემას ორი გამაძლიერებლით, (თითო კონსოლი= 82 watts ), მომცრო 104 იყენებს მხოლოდ ერთ სტერეო გამაძლიერებელს, ძირითადი, ანუ "მასტერ" კონსოლი მარაგდება 2x30 watts გამაძლიერებლით, ხოლო დამხმარე კონსოლი ჩვეულებივი დინამიკის კაბელით. ერთი გამაძლიერებლის ქონა უპირატესობად შეგვიძლია ჩავუთვალოთ 104-ს იმიტომ, რომ ერთი საკონტროლო ღილაკით შესაძლებელია მთლიანი აუდიო სისტემის მართვა და გაცილებით მარტივია, რაც შეეხება 305-ს თითოეულ კონსოლს აქვს თავისი დამოუკიდებელი საკონტროლო ღილაკი, შესაბამისად თქვენ მთლიანი აუდიო სისტემის ერთდროულად სამართავად დამატებით თქვენი ინტერფეისი დაგჭირდებათ, მაგალითად ლეპტოპი. 104-ის კიდევ ერთი უპირატესობაა მასტერ კონსოლის წინა პანელზე არსებული ყურსასმენის და "aux "-ის შემავალი პორტები. 

ჟღერადობის თვალსაზრისით ეს ორი მოდელი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ისევე, როგორც ვიზუალურად. 104 მცირე ზომის მიუხედავად საკმაოდ ძლიერ ბასს წარმოქმნის და უნდა აღინიშნოს, რომ საბვუფერის გარეშეც ნებისმიერი გარემოსთვის საკმარისია, თუმცა 305-თან შედარებით ხმის გავრცელება ნაკლები აქვს. ტონალობის საშუალო დიაპაზონი ჰომოცენტრული ტვიტერების წყალობით ცოტა მოსაწყენია, ხოლო 305 გვაძლევს გაცილებით დიდ დიაპაზონს და შესაბამისად უფრო ბუნებივად ჟღერს. 

ორივე მოდელის შემთხვევაში მუსიკა კარგად მოსმენადია, თუმცა თუ პროფესიული თვალსაზრისით შევადარებთ 104 ვერც კი შეედრება 305 მოდელს. 104 მოდელი თავის ზომასთან შეფარდებით გასაოცრად ხმამაღლა უკრავს, თუმცა მნიშვნელოვანია შესრულების ხარისხი. 305-ს შეუძლია მაქსიმალურად მაღალ ხმაზეც კი მუსიკა დამახინჯების გარეშე გააჟღეროს. ასე რომ 104 შეიძლება გამოადგეთ ვლოგერებს, ასევე ფლეიბექის დასაკვირვებლად, ვაღიაროთ, რომ დამწყებთათვის კარგი ალტერნატივაა, ხოლო თუ მუსიკის შექმნა და მონიტორინგი თქვენი პროფესიაა, მაშინ 305 უნდა აირჩიოთ. 

სტატიის ავტორი , 2019-09-13