happyaudio

 რა გაიძულებთ დაიხიოთ უკან უსადენო მიკროფონებზე არჩევანის გაკეთებისას? სიგნალის წყვეტა, ხმის სუსტი ხარისხი და არასანდოობა? კარგად დაფიქრდით, ჩვენ კი შევეცდებით დაგარწმუნოთ AKG უსადენო მიკროფონების უპირატესობაში.

დღესდღეობით უსადენო სისტემებს შეუძლიათ გადმოსცენ ისეთივე კარგი-და ხშირად უკეთესი სიგნალი, ვიდრე სადენიან სისტემებს, და ისეთი სანდოები არიან როგორც არასდროს. ვის შეუძლია ისარგებლოს უსადენო მიკროფონით? პასუხი მარტივია- ყველას, ვისაც სურს განთავისუფდეს კაბელების შეზღუდვებისგან. 

  • მუსიკოსები
  • პრეზენტატორები
  • ფიტნეს ინსტრუქტორები
  • ჟურნალისტები
  • ვლოგერები
  • მცირე მეწარმეები

მათ შეუძლიათ ყოველდღიურად ისარგებლონ უსადენო მიკროფონების სისტემით. AKG-ს ახალი სისტემების წყალობით ბევრი პრობლემის მარტივად მოგვარებას შეძლებთ. განვიხილოთ მისი დადებითი მხარეები. პირველ რიგში, ვნახოთ როგორ მუშაობს. ყველა უსადენო მიკროფონის სისტემა შედგება მიკროფონისგან ან ინსტრუმენტალური ინფუთისგან, გადამცემისგან, რაც გარდაქმნის აუდიო სიგნალს RF სიგნალად და მიმღებისგან, რომელიც რადიო სიგნალს გარდაქმნის ისევ ელექტრო აუდიო სიგნალად, საბოლოოდ კი გახმოვანების სისტემაში აგზავნის.

ანალოგური სისტემა მიკროფონიდან გადმოცემული სიგნალის შემცირებას ახდენს და მიმღებში ახდენს მის გაზრდას. ეს პროცესი აუდიო სიგნალის დინამიურ სახეცვლილებებს ზრდის და ამცირებს ხმაურს. მეორეს მხრივ, ციფრული სისტემები ახდენენ ბგერების გარდაქმნას ციფრულ სიგნალად, რაც ცვლის რადიო გადამცემის სიგნალს, რომელიც ვრცელდება ჰაერში, ხოლო მიმღებზე ეს ციფრული სიგნალი კონვერტირდება ისევ ბგერებად.

ციფრული სისტემები გვთავაზობს უკეთეს აუდიო ხარისხს, რადგან გარდაიქმნება მაღალი რეზოლუციის სიგნალად. სისტემაში შემავალ და გამომავალ სიგნალებს შორის დაყოვნებას ამცირებს მაქსიმალურად, რაც უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხალი შესრულებისას დიდი გამოწვევაა. მუშაობის სიმარტივე გულისხმობს PLUG AND PLAY ფუნქციას. ბატარიის ხანგრძლივობა AKG-ს კიდევ ერთი პლუსია. და ბოლოს, სისტემის დაცულობა. კორპორატიული თუ სამთავრობო კომუნიკაციები მოითხოვს ინფორმაციის კონფიდენციალობას. ციფრულ სისტემებს საუკეთესოდ შეუძლიათ სენსიტიური ინფორმაციის დაცვა, რადგან შესაძლებელია ციფრული სიგნალების დაფარულ კოდად გარდაქმნა. 

სტატიის ავტორი , 2019-08-29