happyaudio

 მუსიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებში ფაქტია დიდ როლს თამაშობს, მოვყავართ ხასიათზე, გვეხმარება კონცენტრირებაში ან უბრალოდ სამსახურიდან სახლამდე განტვირთვაში გვიწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ხშირ შემთხვევაში მუსიკის, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე მოსმენა იწვევს სმენის დაქვეითებას. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ რას ვუსმენთ და როგორი ხარისხით.

ალბათ იცით, რომ ჩვენს ყურში დაახლოებით ათი ათასი პაწაწუნა უჯრედი პასუხისმგებელია ყველა ბგერაზე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, გარდაქმნას სიგნალად, რომელსაც ჩვენი ტვინი აღიქვამს. გადამეტებული ხმოვანი სიგნალები აზიანებს ამ უჯრედებს და იწვევს სმენის დაქვეითებას. მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხმა, იქნება ეს მანქანისა თუ მატარებლის სიგნალი ან სასოამოვნო მუსიკა, რომელსაც ვუსმენთ როკ კონცერტზე, კლუბში თუ უბრალოდ ჩვენი ყურსასმენით, მათ მაინც აქვთ მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჩვენს სმენაზე. სმენის დაკარგვის ზრდის მაჩვენებელმა განსაზღვრა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა. კომპანია HARMAN, როგორც უამრავი ინოვაციური ბრენდის შემქმნელი ამაყობს ნიჭიერი და ძლიერი R&D გუნდით, რომელიც 70 წელზე მეტია ზრუნავს მომხმარებელზე და აწვდის მსოფლიო ბაზარს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო  აუდიო პროდუქციას.

 დღეს უკვე ბაზარზე არსებობს სმენაზე ორიენტირებული ყურსასმენები, noise cancelling ტექნოლოგია ახშობს გარშემო ხმაურს და ამავდროულად, საშუალებას გაძლევს აკონტროლო რა ხდება შენს ირგვლივ. განვიხილოთ akg K სერიის ყურსასმენები, ნებისმიერი მოდელი უზრუნველყოფს ბალანსირებული, კრისტალურად სუფთა და მაღალი ხარისხის ჟღერადობის წარმოქმნას, ნებისმიერი კომპოზიციის მოსმენისას იდეალურად გამოარჩევს სხვადასხვა ინსტრუმენტსა და ვოკალს, კარგად ახშობს გარედან შემოსულ ხმაურს და შესაბამისად არ გჭირდება მაქსიმალურ ხმაზე მოსმენა, რაც მნიშვნელოვანია სმენის შესანარჩუნებლად. ამ სერიის მოდელებს აქვთ საშუალოდ 16Hz-22kHz სიხშირული დიაპაზონი, რაც აღიარებულია ადამიანის ყურისთვის ყველაზე მისაღებ აუდიო სიხშირულ დიაპაზონად.  

ცხადია, მსოფლიო არ აპირებს "გაჩუმებას",ამიტომაც სმენაზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად უკვე არსებობს არაერთი ხარისხიანი უსადენო თუ სადენიანი ყურსასმენი... 

დროა იზრუნოთ საკუთარ სმენაზე AKG-სთან ერთად... 

სტატიის ავტორი , 2019-09-24