happyaudio

 გასული 50 წლის მანძილზე ტექნოლოგიური მიღწევების ტემპმა ჩვენი ყოველდღიურობა და შეხედულებები ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. HARMAN გამიზნულად მისდევს ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ იწინასწარმეტყველოს სამომავლო ტენდენციები და შეძლოს ისეთი ინოვაციების წარდგენა, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგვიუმჯობესებს.

 აუდიო ინდუსტრიის მომავალი სავსეა მოულოდნელი ფაქტორებით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წინა წლების ყველაზე განვითარებად ტრენდებს, შევძლებთ სამომავლო გეგმების ზუსტად დასახვას. აუდიო პროდუქციის ორი კატეგორია ვითარდება ყველაზე სწრაფად: ელექტრონული და ელექტრო-აკუსტიკური.  IT სფეროს განვითარების კვალდაკვალ  HARMAN-ის აუდიო პროდუქტებიც განუსაზღვრლ შესაძლებლობებს იძენენ. HARMAN ცდილობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას connected PA სისტემებში და არა მხოლოდ.

 პორტატულ PA სისტემებში გამარტივებული და გაუმჯობესებულია აუდიო პროცესის გაშვება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლოს მოწყობილობა მხოლოდ ერთი ტაბლეტით ან მობილური ტელეფონით. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია პორტატული სისტემების რამდენიმე მოდელი: JBL EON ONE, JBL EON ONE PRO, JBL 206P, JBL 208P.  მათ შესახებ შეგიძლიათ მოკლე აღწერილობებს გაეცნოთ საიტზე და თავად დარწმუნდებით თუ რა მოსახერხებელი და კომპაქტური ტექნიკა გვაქვს :) 

 HARMAN ორიენტირებულია ხარისხზე და ცდილობს მოახდინოს ყველა პროდუქტში IoT (Intenet of Things) ინტეგრირება, რაც სრულიად ცვლის პროფესიულ მიდგომებს, ასევე, უზრუნველყოფს საინსტალაციო ხმის შეუდარებელ მუშაობას. 

სტატიის ავტორი , 2019-11-19