happyaudio

ალბათ დამეთანხმებით, სახლის პირობებში ჩამწერი სტუდიის მოწყობა სირთულეებთან დაკავშირებული პროექტია, განსაკუთრებით დამწყები მუსიკოსებისთვის.

ამ პროცესის დაგეგმვას, ოპტიმალური ვარიანტების ანალიზსა და მომზადებას თვეებიც კი სჭირდება. რეალურად დაწყება ბევრად მარტივია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ, თუ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და საბაზისო ნივთების სიას გადაავლებთ თვალს.

ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ როგორ დავიწყოთ ნულიდან სტუდიის შექმნა.

 

მარტივი = საუკეთესოს, რატომ ? მარტივი სტუდიით დაწყება, არა მარტო უფრო შესაძლებელი და ხელმისაწვდომი, არამედ უმჯობესიც არის. ნაადრევად სირთულეებთან შეჭიდებით თქვენ იღლებით, იტვირთებით, მოტივაციას კარგავთ და უბრალოდ თამაშიდან გადიხართ, რაც ნიშნავს, რომ დრო და ფული, რომელიც დახარჯეთ უბრალოდ დაიკარგა. ეს ყველაფერი რომ თავიდან აიცილოთ, აუცილებელია გარკვეული საკითხები წინასწარ გამოარკვიოთ, მაგალითად რამდენად გამოვა ზედმეტად იაფად მოწყობილი სტუდიიდან საქმე.  მართლაც შესაძლებელია სახლის პირობებში სტუდიის მოწყობა 1200-1500 ლარის ფარგლებში, თუმცა არავის ვურჩევდი ამ ფასად შექმნას საკუთარი მუსიკა.

 

საუკეთესო პირველი სტუდიისთვის 9 აუცილებელ ნივთს გირჩევთ:

 

  1. კომპიუტერი
  2. აუდიო ინტერფეისი/საუნდკარტა
  3. სტუდიური მონიტორები
  4. ერთი ან ორი მიკროფონი
  5. სტუდიური ყურსასმენი
  6. კაბელები
  7. მიკროფონის სადგამი
  8. პოპ ფილტრი
  9. ყურის სავარჯიშო პროგრამა/ აპლიკაცია.

 

  ახლა კი სიის თოთოეული ნივთი განვიხილოთ დეტალურად.

  კომპიუტერი ყველაზე ძვირფასი დაბანდებაა თქვენი სტუდიისთვის. დესკტოპ და ლეპტოპ ვერსიებს შორის კი ალბათ ლოგიკურია თუ ლეპტოპს მივანიჭებთ უპირატესობას, რადგან პორტატულია და უფრო მოსახერხებელი. კომპიუტერის შერჩევისას პროგრამული მონაცემები და პროცესების სისწრაფე განმსაზღვრელი იქნება სამომავლოდ, ამიტომ დასაწყისისთვის გამოგადგებათ ალბათ სტანდარტული უახლესი პროგრამის მქონე ვერსიაც, თუმცა პროფესიულ დონეზე გირჩევთ Macbook Pro-ს.

  აუდიო ინტერფეისის შემთხვევაში დამწყები მუსიკოსისთვის სრულიად საკმარისია პატარა ზომის საუნდ კარტა, რამდენიმე არხით და USB პორტით. აქვე რამდენიმე მათგანსაც დაგისახელებთ, როგორც საუკეთესო ვარიანტებს: lexicon alpha/ lambda ან კომბო როგორიც აქვს ბრენდ Presonus -ს.

  მას შემდეგ, რაც თქვენი სტუდია დაიხვეწება აუცილებლად გექნებათ რამდენიმე მიკროფონი თითოეული შესაბამისი მიზნით, თუმცა დასაწყისისთვის მინიმუმ 2 დაგჭირდებათ, რომელიც, რა თქმა უნდა იმის და მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რა ტიპის მუსიკის ჩაწერას გეგმავთ. უსარგებლო ნივთის შეძენა, რომ არ მოგიწიოთ ჩვენ უკვე მოვიძიეთ ფაქტები და გირჩევთ ენდოთ ჩვენს გამოცდილებას.  გამომდინარე იქედან, რომ უმეტესად სტუდიაში ვოკალის ჩაწერა ხდება, დასაწყისისთვის იდეალური დიდი დიაფრაგმის მქონე კონდენსატორული მიკროფონი, რომელიც შემიძლია გირჩიოთ ესაა: ბიუჯეტური Rode NT1A , ხოლო შედარებით ძვირ ვარიანტად აუცილებლად უნდა განიხილოთ AKG C 214.

მაღალი სიხშირით მდიდარი ინსტრუმენტებისთვის კი, როგორიცაა: აკუსტიკური გიტარა, ფორტეპიანო ან ციმბალი გირჩევთ გამოიყენოთ პატარა დიაფრაგმის კონდენსატორი მიკროფონები, მაგალითისთვის AKG P170. დრამის, პერკუსიისა და ელექტრო გიტარისთვის უმჯობესი იქნება: AKG P4. ბას გიტარის და სხვა დაბალი სიხშირეების მქონე ინსტრუმენტებისთვის შესანიშნავი იქნება AKG D112 .

  სტუდიური ყურსასმენების არჩევისას ორი დიზაინის მქონე ყურსასმენია სტანდარტად მიჩნეული: 1.დახურული ტიპის ყურსასმენები ტრეკინგისთვის, რომელიც გვთავაზობს ოპტიმალურ ხმის იზოლაციას ხმის ხარისხის ხარჯზე. 2. ღია ტიპის ყურსასმენი მიქსისთვის, რომელიც გვთავაზობს ოპტიმალურ ხმის ხარისხს ნაკლები იზოლაციის ხარჯზე. თუ ღია ტიპის ყურსასმენი ფუფუნების საგნად ითვლება, თქვენი პირველი სტუდიისთვის დახურული ტიპის ყურსასმენი აუცილებლობის საგანს წარმოადგენს. ესეც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რჩევა ჩვენგან. რეკომენდაციას კი ნამდვილად გავუწევთ კლასიკურ ვარიანტებს, როგორიცაა: Sennheiser HD280 და AKG  K72.

  ტრადიციულად მიქსის პროცესი  ყოველთვის იქმნებოდა მონიტორებზე. სამომხმარებლო დინამიკებთან შედარებით, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ტონალობების გაძლიერებისთვის, სტუდიურ მონიტორებს აქვთ უფრო სასიამოვნო სიხშირული უკუგება, გადმოსცემს უფრო ნეიტრალურ ბგერებს იმისთვის, რომ ობიექტურად შეაფასოთ მიქსის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ძვირადღირებული ვარიანტი არსებობს, დამწყებთათვის ასევე უამრავი ბიუჯეტური ვარიანტია ბაზარზე. ტოპ ერთეულები, რომლებსაც გირჩევდით: KRK Rokit 5 G3 და JBL LSR 306P.

  ერთ დღესაც სტუდიაში ათობით კაბელი გექნებათ, მანამდე კი ეს 3 უდავოდ დაგჭირდებათ: 1მიკროფონის XLR კაბელი, მაგალითისთვის: Mogami Silver XLR 25ft და 2 ცალი კაბელი მონიტორებისთვის, მაგალითისთვის: Mogami Silver XLR 6ft. სანამ მონიტორის კაბელებს შეიძენთ აუცილებლად გადაამოწმეთ აუდიო ინტერფეისის/ საუნდკარტის სტერეო გამომავალი არხი არის თუ არა თავსებადი, ხშირად მათ TRS-ზე აქვთ პორტები, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ Mogami TRS/XLRM 6ft.  არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოთ, რომ კაბელი უბრალოდ კაბელია, იაფფასიანი და უხარისხო კაბელი მალე ტყდება/ ფუჭდება და შესაძლოა საერთოდაც არ იმუშაოს, გარდა ამისა ცუდი ხარისხის სიგნალს ატარებს. 

  მიკროფონის სადგამს რაც შეეხება, სავსებით მისაღები იქნება თქვენს ბიუჯეტზე მორგებული მსუბუქი, თუმცა მყარი სადგამი.

  პოპ ფილტრზე ალბათ ყველას გახსენდებათ კლიშე ეპიზოდი კინოფილმებიდან, სადაც ახალგზარდა პოპ ვარსკვლავი ჩანს სტუდიაში მუშაობისას. ვიზუალური ეფექტის გარდა პოპ ფილტრის მიზანი ვოკალის ჩაწერისას არასასიამოვნო ბგერების გაფილტვრაა. ეს ნივთი შეიძლება საერთოდაც არ იყოს  აუცილებელ ნივთთა შორის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ იაფი ღირს და თავის საქმესაც უპირობოდ ასრულებს, რატომაც არა. თანაც არაერთი მუსიკოსი თვლის, რომ აუცილებლად გამოსაყენებელი ნივთია ვოკალის ჩაწერისას. ჩვენ გირჩევთ AKG PF 80  ფილტრს.

 

  და ბოლოს, ტიპურ ჩამონათვალში ეს ობიექტი ნამდვილად ვერ მოხვდებოდა, რადგან ტექნიკურად ის არასოდეს დაგჭირდებათ, მაგრამ პატარა ხრიკი იქნება ეს მეთოდი თქვენი ყურისთვის. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ საკმაოდ ზუსტი ყური გაქვთ, თუმცა მუსიკოსის და ხმის ინჟინერის ყური სავსებით განსხვავდება ერთმანეთისგან. მუსიკოსები სწავლობენ ამოიცნონ ნოტები, ინტერვალები და აკორდები, ხოლო ხმის ინჟინრები აკვირდებიან სიხშირეებს. სანამ თქვენი ყური საბაზისო უნარ-ჩვევებს არ გამოიმუშავებს, თქვენ რეალურად ვერ მიხვდებით აუდიო გარემო კარგია თუ ცუდი. საინტერესოდ ჩავთვალე გარკვეული ინფორმაცია ამ კუთხითაც მომეძიებინა  და მაგალითისთვის გთავაზობთ ოფიციალურ ფასიან პროგრამას ლინკზე: https://www.trainyourears.com/, თუმცა გადავამოწმე და არაერთი უფასო აპლიკაციაც მოიძებნება PLAY STORE-ში.

 

სტატიის ავტორი პრო ელექტრონიკსი, 2020-02-24