happyaudio

აუდიო სისტემა უნდა იყოს გამძლე და გამოსადეგი. JBL-ის ინჟინრებმა გადაწყვიტეს მათი მუშაობის რესურსი კიდევ უფრო გაზარდონ, არა მხოლოდ გამძლეობის თვალსაზრისით, არამედ მუშაობის ხარისხის სტაბილურობით ჩართვის მომენტიდან. თითოეული პროფესიონალური ნაწარმი გადის ტესტირების რამდენიმე ეტაპს რეალურ, პრაქტიკულ გარემოში სრული დატვირთვით მუშაობის მზადყოფნისთვის. JBL-ის მეთოდები არ ჰგავს აუდიო ინდუსტრიაში გამოყენებულ სხვა მეთოდებს. ისინი იყენებენ, ეგრეთ წოდებულ, TORTURE TESTING მეთოდს, რაც გულისხმობს დინამიკის განუწყვეტლივ 100 საათიან რეჟიმში მუშაობაზე დაკვირვებას. ტესტის ჩაბარების შემდეგ აუდიო პროფესიონალებს შეუძლიათ ენდონ დინამიკის კომპონენტებს ნებისმიერ კრიტიკულ პირობებში. 
The Linear Spatial Reference (LSR) ფილოსოფია დაფუძნებულია არა ერთგანზომილებიან შემოწმების პრინციპზე, როგორც ამას იყენებენ ძირითადად სხვა მწარმოებლები, არამედ სისტემის ერთიანობაში მუშაობის პრინციპზე, სხვადასხვა აკუსტიკურ გარემოში. თუკი ყველა სხვა ბრენდი ფოკუსირებულია დინამიკის სიხშირულ უკუგებაზე მხოლოდ ცენტრალური მიმართულებით, JBL მონიტორებს ამოწმებს სფერულად, მსმენელის პოზიციას განიხილავს ყველა მხრიდან, 360 გრადუსიანი კუთხით. 72 ტიპის შემოწმება ახდენს საბოლოო ჟღერადობის ოპტიმიზაციას ოთახის ნებისმიერ წერტილში. JBL-ს აქვს რამდენიმე სპეციფიკური აპლიკაცია ექოს პირობებში დინამიკის გასატესტად. JBL ერთ-ერთი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ბრენდირებული პანელები გააჩნია.

სხვადასხვა პოზიციიდან თქვენ გესმით დინამიკის ჟღერადობის და კედლების ანარეკლის კომბინაცია, ამიტომ დინამიკის მუშაობის შესამოწმებლად არსებითი როლი აქვს აკუსტიკურ პანელებს, კერძოდ, იმისათვის რომ დინამიკის ჟღერადობის ხარისხი ზუსტად განისაზღვროს აუცილებელია მისი შემოწმება ჩამწერი ოთახის ყველა წერტილში. JBL-მა ამ კუთხითაც ინოვაციური მეთოდი დანერგა SPEAKER SHUFFLE, კომპიუტერით მართვადი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დინამიკების სივრცეში მონაცვლეობას სულ რაღაც 3 წამში.

როგორც ხედავთ მათი ტექნიკური გუნდი საუკეთესოა ინდუსტრიაში. 

სტატიის ავტორი , 2019-08-27